|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილება (სსმ, 20/12/2007). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილების ამოქმედებისთანავე. |
|