„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.166.016188
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2014 წლის 24 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №28 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.166.016156., 25.07.2014წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის 30-ე და 31-ე პუნქტები, მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი და მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია