საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4136
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-11
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.002.494
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, სხვა მხედართმთავრებს.“.

    მუხლი 2.

„ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4136–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია