ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2017-07-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016044
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 28.07.2017, №20)

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის  №576 დადგენილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები“, დანართი №1-ის  შესაბამისად. 
მუხლი 2
დამტკიცდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგები და თანამდებობრივი სარგოები“ დანართი N2 -ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილება “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2750

2

საკრებულოს თავმჯდომარის

მოადგილე

2500

3

საკრებულოს კომისიის , ფრაქციის თავმჯდომარე

1750

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №43   - ვებგვერდი , 27.11.2015 წ .


                                                                                              დანართი №2

(ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის   და საკრებულოს   აპარატის   საჯარო მოსამსახურეთა თანამებობრივი რანგები და თანამდებობრივი სარგოები


№

თანამდებობრივი რანგები და თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

 

პოლიტიკური თანამდებობა

 

1

მერი

2750

2

ვიცე-მერი

2500

3

მერის მოადგილე

2400

 

მაღალი მმართველობითი დონე

 

4

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მერიის სამსახურის უფროსი

 

1750

5

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი

 

1740

 

საშუალო მმართველობითი დონე

 

6

პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე

1150

7

მეორადი სტრუქტურული

   ერთეულის  უფროსი

1050

 

უფროსი სპეციალისტი

 

8

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

800

9

მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი

800

10

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

740

 

უმცროსი სპეციალისტი

 

11

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

740

12

მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

650

13

მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

600

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 22.10.2015წ.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.        
                                                                                                                         


კრებსითი — სრული ვერსია