|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, ს/კ 010250050.35.170.016003, 18.07.2014 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
1. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ვ) იურიდიული განყოფილება“. 2. დებულების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|