„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სენაკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 23 ოქტომბრის N58 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge. 30/10/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირების, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.“.
|