საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
2785-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-20
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016028
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად.“.

2. 227-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს („სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია, რომელსაც პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის არაუგვიანეს 1 მარტისა.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ნოემბერი 2014 წ.

N2785-Iს

კრებსითი — სრული ვერსია