|
„ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ დანართი #1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი თვის ვადაში. მცხეთა სამხედროს ქ №17.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის
ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს 1 კვ. მეტრზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6 %-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა სხვა დანარჩენი ქონების, სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6 %-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 5%-ის ოდენობით. |