„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-19
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016123
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №58

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილებაში (ვებგვერდი, 07.04.2014წ., 010340000.32.061.016090) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                                                ვახტანგ ყოლბაია

კრებსითი — სრული ვერსია