საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №365
1997 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ი. ზაქაიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური შემოქმედების განვითარებასა და ამ დარგში ახალგაზრდა თაობის მომზადების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ილია ზაქაიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე