„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-20
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.104.016203
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

რეგლამენტის  მე-19 მუხლის  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთან, საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტებზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

კრებსითი — სრული ვერსია