ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-25
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.121.016124
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 25.12.2014, №60)

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები. (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15  ივლისის №20 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 იანვრიდან.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



                                                                                                                                                          დანართი №1

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო

№

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო

1

      წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი - აპარატის უფროსი

        1

1200

 2

 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - საკრებულოს  თავმჯდომარის თანაშემწე

        1

900

 

საორგანიზაციო განყოფილება

 

 

3

 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი

        1

900

4

 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარი სპეციალისტი

        4

700

 

        სამდივნო

 

 

5

 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი

        1

900

6

 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარი სპეციალისტი

        4

700

 


კრებსითი — სრული ვერსია