ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-04
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.171.016037
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 04.12.2017, №3)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 20 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ოდენობით.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის დადგენილება N2 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 12.10.2015წ.

 

მუხლი 2
განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ოდენობით.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის დადგენილება N2 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 12.10.2015წ.

 

მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის დადგენილება N2 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 12.10.2015წ.


ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე

კრებსითი — სრული ვერსია