„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016235
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №54

2014 წლის 13 ნოემბერი

ქ. თელავი

 

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  დამტკიცების შესახებ“  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს  №1 დადგენილებაში.

 

1. რეგლამენტის   მე-6  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი

1.  საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი  თელავი,  ერეკლე II-ის გამზირი  №1 .”

2. დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტიდან ამოღებულ იქნეს  108-ე  მუხლის მე-2 პუნქტი.

3. რეგლამენტის   108-ე  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 108.  საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

  "3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად, საკრებულოს ვებგვერდზე  სავალდებულოა   გამოქვეყნდეს   ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი

კრებსითი — სრული ვერსია