„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2035
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018005
„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2035

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 4 300 000 (ოთხი მილიონ სამასი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით, მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია