საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2020
2014 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
2010 წლის 10 ივნისის, კამპალის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ცვლილების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ა. ბარამიძის დანიშვნის თაობაზე
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2010 წლის 10 ივნისის, კამპალის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ცვლილება“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი