საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1986
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017970
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 86

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   სახელმწიფო  საქვეუწყებო   დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე- 3 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 23 -ე კილომეტრზე განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 2014–2015 წლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

2. დეპარტამენტმა , შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის   საავტომობილო გზის  23 -ე კილომეტრზე ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების საპროექტო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო საზედამხედველო მომსახურების განხორციელება - შესაბამისი წლისთვის მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები   ჩატარდეს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4.   საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს  2015   წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოები ს სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის  საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი                                                    ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია