„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში (სსმ, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და იგი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ დარეგისტრირდა ან/და ვერ გამოცხადდა ამ მიზეზით.“.
|