აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2020-04-16
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016115
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე

(ძალადაკარგულია - 16.04.20 №13)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №50

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 142 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში-წარმომადგენლობა) მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა განახორციელოს წარმომადგენლობის მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 18 დეკემბრის №27 დადგენილება.

 3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                              ვახტანგ ყოლბაია

კრებსითი — სრული ვერსია