საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2639
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-20
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.173
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსის 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ნივთზე ყადაღის დადების ან გაუქმების შესახებ აქტი საგადასახადო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.“.

2. 275-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური შესაბამის საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს ამ სამსახურში რეგისტრირებულ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობის, კატეგორიისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2639–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია