„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის (დანართი 1) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) მიერ განხორციელებული მშენებლობები.“.
|