„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016195
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

 

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N23 დადგენილების დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე–5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, სიტყვა „სამდივნო“ შეიცვალოს სიტყვებით „სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება“.

2. დებულების მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

საკრებულოს კომისიებს, თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს, მოხელეებს და მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ დახმარებას და კონსულტაციებს. უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კანონშესაბამისობას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია