ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 16 ოქტომბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016193
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 16 ოქტომბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 16 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 16 ოქტომბრის №41 დადგენილებაში (სსკ 01025002.35.105.016187) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1. დადგენილების მე-12 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

 ,,მუხლი 12 . სპეციალური მოთხოვნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწისათვის

 ა) განათლება უმაღლესი /ბაკალავრი/მაგისტრი/;

ბ) მუშაობის 1-წლიანი  გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია

კრებსითი — სრული ვერსია