საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №313
1997 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ლ. კაციაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ჭიდაობის განვითარების და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისა და დიდი დამსახურებისათვის კასპის ჭიდაობის სპეციალიზებული სკოლის დირექტორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლავრენტი კაციაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე