„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
111/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-10
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016148
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №111/04

2014 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა დირექტორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.“.

2. მე-2 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. მისამართის ცვლილების ან/და ახალი ფილიალის/სერვისცენტრის გახსნის შემთხვევაში მისომ უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, და „თ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მისოს რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაცია გაუქმდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მაშინ მისოს მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც მას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი საქმიანობის უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია