საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
902
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2022-01-27
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016379
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.01.2022, №4)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №902

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და  მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგო

სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ლოგო არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი ჰერალდიკური ფარი, რომელზე გამოსახულ  ორ ლომსაც ხელთ უპყრია გლობუსის ფორმის მსოფლიოს გამომხატველი სიმბოლო. აღნიშნულ სიმბოლოზე შემოხვეულია გლობალური ქსელი. ემბლემის ცენტრში, ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია ფარი მასში მოთავსებული ციფრებით (ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების სიმბოლო).


კრებსითი — სრული ვერსია