„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2631
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.05.001.002.166
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეო­ბის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი,  მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან სხვა კანონიერ საფუძველზე 3 თვეზე მეტი ვა­დით, ითვლებიან საქართველოში დროებით მყოფებად და ვალდებული არიან დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­მო­ქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსა­ხურში რეგისტრაციაში გაატარონ თავიანთი მოქმედი უცხოური პასპორტები ან მათი შემცვლელი დოკუმენტები და ქვეყანაში მათი ყოფნის ვადის ამოწურვისას გაემგ­ზავრონ საქართველოდან.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

     „მუხლი 321. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნა

თუ 2006 წლის 1 ივნისამდე უცხოელი საქართვე­ლოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაე­კისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარი­მის სახით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2631–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია