„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
619
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-05
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.018239
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №619

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 190040000.10.003.017736) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რო­მე­ლ­საც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერ­თ­ზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 10 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღო­ნის­ძიე­ბებიდან ერთ-ერთი:

ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იუ­რი­დიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზ­ღა­ურება;

ბ) შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაუ­რე­ბა და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია