„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2625
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-16
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.160
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) 16 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2625–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია