„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსაყრელი ბადით, რომლის სიგრძე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პალიასტომის ტბაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აკრძალულია მოსასმელი და მოსაყრელი პრინციპით ბადეების გამოყენება და ისეთი ბადეების ჩადგმა, რომელთა სიგრძე 150 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,8 მ-ზე მეტი, ხოლო თვალის ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლები.“.
|