საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №544
1997 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტ. კაპანაძის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
მდინარე მტკვრის ჭალის ტყის აღდგენისა და ფაუნის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გარდაბნის რაიონის სახელმწიფო სატყეო, სამონადირეო მეურნეობის დირექტორი ტარიელ კაპანაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე