ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის „ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის”დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016246
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის „ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის”დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 01.02.2018, №21)

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.  
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27დეკემბრის №44 და  “თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011  წლის 11 მარტის №69 დადგენილებები.

 

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და  მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 28 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 12.11.2014 წ.


ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.

2.  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით და ამ დებულებით.

3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.

6.  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზირი №20.


თავი II
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის განყოფილებები, ფუნქციები, მიზნები და ძირითადი მიმართულებები

მუხლი 2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
 1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურში  იქმნება შემდეგი განყოფილებები:

ა)   ინფრასტრუქტურისა და ექსპლუატაციის განყოფილება;

ბ)  ტერიტორიის კეთილმოწყობის  განყოფილება;

გ)   სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.

 2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის ინფრასტრუქტურისა და  ექსპლუატაციის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)  ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას;

ბ) დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულებას;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადება და მერისთვის წარდგენას;

დ) ქალაქის კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას;

ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საჭირო წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე დაქვემდებარებულ სფეროებში განხორციელებული პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;

ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის სისტემების, სახურავების შეკეთების, შემინვის, კაპიტალური და მიმდინარე რემონტების, დასუფთავების სამუშაოების ორგანიზებას;

3.  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის ტერიტორიის კეთილმოწყობის  განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზებას,საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციასა  და ექსპლუატაციას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას;

ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

დ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ე) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება,  მონიტორინგი და ზედამხედველობა;  

ვ) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ზ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;

თ) სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამუშაოების და/ან მომსახურების უზრუნველყოფა.

ი) ქალაქის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგს, აღდგენა-რეკონსტრუქციასა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას;

კ)  გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ლ) შადრევან-აუზების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას;

მ)  საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას;

ნ) საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადებას, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ო) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ჟ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

რ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან;

ს) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. (ამოღებულია - 15.12.2015, №135); 

5. მერიის ინფრასტრუქტურის , მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურის       სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა )  საქართველოში დადგენილი შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით , ქალაქ რუსთავში სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ;

ბ )  სამშენებლო ნორმებითა და წესებით , აგრეთვე ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული , მშენებლობის ხარისხის და ფარული მოცულობების განმსაზღვრელი დოკუმენტების შედგენასა და გამოყენებას ( ფარული სამუშაოების აქტები , მოცულობათა ან ფასთა ცვლილებების აქტების შედგენა , ლაბორატორიული გამოცდის ოქმების გაშიფრვა , მასალების სერთიფიკატის ან ტექნიკური პასპორტების მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება );

გ ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მოცულობების გამოთვლას , მათ გადამოწმებასა და გაანგარიშებას . სამშენებლო ტექნოლოგიით გათვალისწინებული ზუსტი საზომი ხელსაწყოების , ასევე რეპერებისა და პიკეტების პრაქტიკულ გამოყენებას ;

დ ) კონტროლს საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვასა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე ;

ე ) ანაზღაურებისათვის წარმოდგენილი სარეაბილიტაციო სამუშაოთა მოცულობის , ღირებულების შემოწმებასა და   დადასტურებას ;

ვ ) მშენებლობის ხარისხისა და ფაქტობრივი მოცულობების საპროექტო მოცულობებთან შესაბამისობის კონტროლს ;

ზ ) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სამსახურის უფროსისათვის სისტემატიურად ინფორმაციების მიწოდებას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ;

თ ) მოქმედი კანონმდებლობით , მერიისა და / ან საკრებულოს სამართლებრივი აქტებით თუ დავალებებით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება .

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №131 - ვებგვერდი, 30.11.2015წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №135 - ვებგვერდი, 21.12.2015წ.


მუხლი 3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის საქმიანობის მართვა-ორგანიზება
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურს  ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი;

  2. სამსახურის შესაბამის განყოფილებებს ხელმძღვანელობს -განყოფილების უფროსები, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

3. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც  კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.

4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  უფროსი:

ა)  წარმართავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურს,  ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.

ბ) პასუხს აგებს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურსათვის  დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურს  ხელმძღვანელობს, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;

დ) განსაზღვრავს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის   საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ე)  უქმნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;

ვ)  ორგანიზებას უწევს ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ზ)  იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

თ)  მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;

ი)  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;

კ)  პასუხისმგებელია მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურის  კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

ლ)  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  საქმიანობიდან გამომდინარე ახროციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

5.  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების გათვალისწინებით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №135 - ვებგვერდი, 21.12.2015წ.


თავი III
მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  უფლებები და მოვალეობები

მუხლი 4. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  უფლებამოსილებებია
1. დასახული  მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  უფლებამოსილია:

ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ)  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის   სამსახურის   კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი.

გ)  მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის    ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქის მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.


მუხლი 5. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის მოვალეობები
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახური    ვალდებულია:

ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს ან/და საკრებულოს.

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.


თავი IV
მერიის  ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  ქონება და დაფინანსების წყაროები

მუხლი 6. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროა
1. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის  მთელი ქონება წარმოადგენს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2. მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის  სამსახურის   საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.


თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 7
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა) რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.

3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

4. ადმინისტრაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.




კრებსითი — სრული ვერსია