|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი დანართი №2-ის შესაბამისად. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. |
2.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
| მუხლი 2 |
1.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: |
ა)
სტაჟირება – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება; |
ბ)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში; |
გ)
კანდიდატი – პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ; |
დ)
უშუალო ხელმძღვანელი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. |
2.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში. |
3.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებ.გვერდის მეშვეობით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
თავი II
სტაჟიორის სტატუსი |
| მუხლი 3 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: |
ა)
უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; |
ბ)
იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; |
გ)
სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; |
დ)
ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; |
ე)
უნდა იცოდეს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
| მუხლი 4 |
1.
სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება) სახელზე; |
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; |
დ)
ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); |
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4). |
2.
კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით. |
3.
განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან. |
4.
კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომლებიც განსაზღვრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. |
5.
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. |
6.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 6 ერთეულს. |
7.
სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ–დან 16–სთ–მდე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები |
| მუხლი 5 |
სტაჟიორს უფლება აქვს: |
ა)
უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურეობრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს. |
ბ)
დაესწროს მერიისა და საკრებულოს თათბირებსა და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
| მუხლი 6 |
სტაჟიორი ვალდებულია: |
ა)
გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები. |
ბ)
დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა; |
გ)
გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. |
დ)
უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. |
თავი IV
წალენჯიხის მუნიციალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ |
| მუხლი 7 |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. |
2.
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: |
ა)
პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა; |
ბ)
პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; |
გ)
ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. |
თავი V
სტაჟირების სხვა პირობები |
| მუხლი 8 |
1.
სტაჟირების შეწყვეტი საფუძველია: |
ა)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღი სგანმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა; |
ბ)
დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; |
გ)
პირადი განცხადება; |
დ)
სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება). |
2.
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. |
3.
სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხოლო საკრებულოში-საკრებულოს აპარატის უფროსი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
თავი VI
სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა |
| მუხლი 9 |
1.
სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ( მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. |
2.
სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. |
3.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
დანართი №2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის -------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმ. ორგანო)
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
სერტიფიკატი №
სერტიფიკატი ეძლევა
-------------------------------------------------
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში /მერია, საკრებულო/ სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
---------------------------- ----------------------------
ხელმოწერა თარიღი
ბ. ა
|