|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოებისოდენობების განსაზღვრის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ,ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №27 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
1.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
|