|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~-s 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს და დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2014 წლის 30 სექტემბრის №46 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
1.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა
|
|