|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016026) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ქვეპუნქტი:
,,2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილებისათვის, რომლებიც სწავლობენ სამუსიკო სკოლის მე-4, მე-5 და მე-6 კლასებში, თანაგადახდა მოხდება ყოველთვიური გადასახადის 40%-ით. ა) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე); ა.გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი. ბ) დაფინანსება მოხდება ააიპ სამუსიკო სკოლებიდან წარმოდგენილი მომართვის, ასევე მოსწავლეთა სიის და შემოსული განცხადებების შედარების საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|