,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №20 დადგენილების (სსმ 22.09.2014 010250040.35.160.016230) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 12. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. საკრებულოს აპარატის უფროსის არყოფნის (მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის) შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი.“
|