„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-07
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016250
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილების (სსმ 12.08.2014 010250040.35.160.016212) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა.   დანართის 16-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“

ბ.   დანართის 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. კომისიის კვალიფიციური მუშაობის მიზნით კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარე დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

კრებსითი — სრული ვერსია