„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.110.016182
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 31 ოქტომბერი

 ქ. აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №38 დადგენილების დანართი №1-ში (www.matsne.gov.ge, 31.10.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35.110.016178) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნის გარდა დამატებით მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 2
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თანამდებობაზე სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
ა) გამგებლის თანაშემწის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავრის ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები (გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირს);

ბ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასურველია ბაკალავრის ხარისხი, აუცილებელია საშუალო (სპეცილური განათლება) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

მუხლი 4
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აუცილებელია საშუალო (სპეცილური განათლება) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

კრებსითი — სრული ვერსია