|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვის თაობაზე” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №32 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი , 22.04.2015 წ . აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი , 04.01.2017 წ . აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი , 21.02.2017 წ . |