„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.153.016243
„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №36 დადგენილებაში (სსმ 010250000.35.153.016241   28.10 2014 წ.),  კერძოდ:

1.  დადგენილების პირველი მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ“. „ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი,“

2.  დადგენილების პირველი მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ“. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა და სოფ. ძველი ქანდა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი

კრებსითი — სრული ვერსია