„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.135.016112
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 31 ოქტომბერი

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდი matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016095) შევიდეს ცვლილებები და დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 26 დეკემბრისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

თ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 15 იანვრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე

კრებსითი — სრული ვერსია