საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
1997 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ზ. სოტკილავას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული დამსახურების, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გამოჩენილი ქართველი მომღერალი, რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ზურაბ სოტკილავა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე