1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში (სსმ, 13.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.32.057.016180) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომის თანამდებობის პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
|