„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის N231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) და დადგენილების 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამდივნო.“.
|