„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010, მუხ. 2509) დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61 მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ქმედება ჩაითვლება ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად.".
|