საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1912
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017900
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქარ თველოს მთავრობის

განკარგულება № 1912

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) მოახდინოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.

2. დეპარტამენტმა  2015  წელს  უზრუნველყოს:

ა)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.

3 .  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  და საქართველოს ფინანსთა  სამინისტროებ მა , საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია