საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1910
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017896
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქარ თველოს მთავრობის

განკარგულება № 1910

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა­მე­ნ­ტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მიერ მიმდინარე წელს იგეგმება მოძ­რა­ობის გახსნა ქუთაისის შემოვლითი გზის 32. 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე.

2. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელოს ქუთაისის შემოვლითი გზის 32.1 კმ სიგრძის მონაკვეთის მიმდინარე  შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმდინარე  შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების დაფინანსება დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                            ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია