საქარ თველოს მთავრობის
განკარგულება № 1908
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ (შემდგომში - კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 36 100 000 (ოცდა თექვსმეტი მილიონ ასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის და წყალსაცავების მშენებლობის, საწარმოო ტექნიკური ბაზების მოწყობის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით; “.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი