„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016138
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 08.10.2014. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11.  2015 წლის 1 ივლისამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმალურ ქულათა 60%-ის ოდენობით.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია

კრებსითი — სრული ვერსია